ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად

დავით ხაჟალიას განაცხადებით, ირაკლი ფირცხალავას ბრალად განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიცირების ორგანიზება ედება, – ამის შესახებ ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ პროკურატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმის ყოფილ თანამშრომლებს განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, მათ შორის – კახა ნაკანსაც.
დაკავებულია ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძეც, რომელსაც ედავებიან მტკიცებულებების ფალსიფიცირებას.
“დღეს მოხდა მათი დაკავება, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა იზოლატორში გადაიყვანეს. დაკითხვა მოხდება დღეს საღამოს, ან ხვალ. ფირცხალავას დაკავების ოქმში, მას ადანაშაულებენ იმაში, რომ დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა, ასევე სპეცოპერაციით შენიღბა მის მიერ დაგეგმილი მკვლელობა, რაც არის აბსურდული”, – განაცხადა ხაჟალიამ.
ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ფირცხალავა დიღმის პოლციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, კახა ნაკანი კი – ე.წ. მოდულის შენობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები