საგანელიძე გავრცელებულ ვიდეომასალებს “ნაციონალების მორიგ სერიალს” უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას “მორიგ სერიალს უწოდებს”.
როგორც დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ჩანაწერებმა მისი შეშფოთება გამოიწვია, თუმცა დღეს გავრცელებულმა ახალმა ჩანაწერმა აფიქრებინა, რომ ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ სერიალია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ვიდეოები, რომლებშიც პატრულისა და მოქალაქეების ურთიერთობაა აღბეჭდილი, მათი სცენარის ნაწილია.
„უკვე ყველაფერს უნდა ველოდოთ იმიტომ, რომ ამ ძალაში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი „სცენარისტია“ იმ გაგებით, რა გააკეთოს სიბინძურე და რა ძალებით ებრძოლოს ხელისუფლებას,“ – განცახადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ორ დღეში უკვე სამი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებშიც მოქალაქეების მხრიდან პატრულის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებია ასახული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები