ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 22-ე ადგილზეა

საერთაშორისო ფონდი Heritage Foundation-ი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ 2015 წლის კვლევას აქვეყნებს. როგორც კვლევიდან ირკვევა, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა.
საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 0,4 პუნქტით გაიზარდა და 73,0 ქულით შეფასდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ზრდა განპირობებულია კორუფციისგან თავისუფლებით, მონეტარული თავისუფლებისა და სამთავრობო ხარჯების მენეჯმენტით.
Heritage Foundation-ის შეფასებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ინდექსი 2,6 პუნქტით გაიზარდა, აჩვენა რა, 5 ეკონომიკური თავისუფლების გაუმჯობესება, მათ შორის, კორუფციისგან თავისუფლება, სამთავრობო ხარჯების კონტროლი, ბიზნესის, მონეტარული და საინვესტიციო თავისუფლება.
ამასთან, საქართველო ევროპის რეგიონის 43 ქვეყანას შორის, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით, მე-11 ადგილს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები