1 დოლარის ღირებულება 2.0 ლარს გადასცდა

დღეის მდგომარეობით, “საქართველოს ბანკში” მომხმარებელს 1 დოლარის შეძენა 2.04 ლარად შეუძლია, “თი-ბი-სი ბანკში” – 2.01 ლარად, ბანკ “რესპუბლიკაში” – 2.03 ლარად, “ლიბერთი ბანკში” – 2.02. კომერციულ ბანკებში 1 დოლარს 1.95-1.96 ლარის ფარგლებში იბარებენ.
დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.
რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, იქაც, კომერციული ბანკების მსგავსად, დოლარის შეძენის ფასი 2.0 ლარს გადასცდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები