გამოფენა „კლასიკა და მოდერნიზმი 21-ე საუკუნის კალიგრაფიაში“ გაიმართა

22 იანვარს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გამოფენა „კლასიკა და მოდერნიზმი 21-ე საუკუნის კალიგრაფიაში“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კალიგრაფების: ალექსანდრე მამუკაშვილისა და ოთარ მჭედლიშვილის კალიგრაფიული ნამუშევრები, ხელნაწერი წიგნები, და ა.შ. გამოფენილი იყო როგორც ტრადიციული კალიგრაფიული ნიმუშები, შესრულებული ეტრატზე, ბატის ფრთით და ლერწმის კალმით, ასევე მოდერნისტული კონცეფციის მქონე კალიგრამები, რომლებსაც მხატვრული ღირებულებით ანალოგი არ გააჩნია მსოფლიო მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები