თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, შეზღუდვა ისნის რაიონის ნაწილს შეეხება.
აღნიშნულის მიზეზი ახალი აბონენტების ქსელებზე მიერთების სამუშაოებია.
“თელასის” ინფორმაციით, ისნის რაიონში აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, მხარგრძელის, კალოუბნის, ჯავახეთის და წულუკიძის ქუჩების აბონენტებს ელექტრომომარაგება 11.00 საათიდან 14.00 საათამდე შეეზღუდებათ.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები