შიხიაშვილის მიერ განთავსუფლებული თანამშრომლები სასამართლომ თანამდებობებზე აღადგინა

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის მიერ განთავისუფლებული 22 თანამშრომელი თანამდებობეზე აღადგინეს. სამსახურის გარეშე დარჩენილმა საკრებულოს ყოფილმა თანამშრომლებმა მაშინვე სასამართლოს მიმართეს. განაჩენს ისინი წელიწადნახევრის მანძილზე ელოდნენ. დღეს კი დადგინდა, რომ შიხიაშვილის გადაწყვეტილება სასამართლომ ბათილად ცნო და მათი სამსახურეობრივი პოზიციები აღადგინა.
შეგახსენებთ, ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს თავჯდომარედ 2013 წელს დაინიშნა. ახლა ის ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები