„ვაზაგიშვილის საქმესთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენები დაგვიანებულია“

ვაზაგიშვილის საქმესთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენები დაგვიანებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით,  კომიტეტი მუდმივად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში.
ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები უკვე დაგვიანებულია. ჩვენ გუშინ შევიკრიბეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან, რათა განგვეხილა თუ როგორ შეიძლება ჩავერთოთ პარლამენტი აღნიშნულ პროცესში, რა თქმა უნდა უფლებამოსილების ფარგლებში. აუცილებლობას ვხედავ იმაში, რომ რაც შეიძლება ძლიერი იყოს საპარლამენტო პროცესი. მეც ბევრი კითხვა მაქვს. ვფიქრობ, რომ ეს საკომიტეტო მოსმენები კარგია, მაგრამ უკვე დაგვიანებულიც”,- აღნიშნა საგანელიძემ „ქრონიკის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები