თამაზ სუხიაშვილის ცხედარი საკუთარ სოფელში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი საკუთარ სოფელში, ცხრამუხაში გადაასვენეს. უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს თანასოფლელები სოფლის შესასვლელთან დახვდნენ. პროცესიას ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მშობლიურ სოფელში გადასვენებამდე ცხედარი გორში დაასვენეს. სუხიაშვილი გორში ნაქირავებ ბინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. თამაზ სუხიაშვილი ხაშურში ქაშუეთის ეკლესიიდან გადაასვენეს, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ცხედარს პატივი ჯარისკაცებმა, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს.
შეგახსენებთ, რომ თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტთან სამხედრო შეტაკებისას დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები