დავით ნარმანია: სატუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლებს შენების ლეგალური უფლება აქვთ (ვიდეო)
ქალაქ თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლებს, მუშაობის გაგრძელების ლეგალური უფლება აქვთ.
„აღნიშნული საკითხი იხილება. ჩვენთან ერთი განხილვა იყო კიდეც პრობლემური მშენებლობების შემსწავლელ კომისიაზე. ვინაიდან საკითხი სასამრთლოში არის გასაჩივრებული და მიმდინარეობს დავა, ჩვენც ველოდებით სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ასეთი მოცულობითი მშენებლობები იქ არ უნდა იყოს, რადგან ეს შესაძლოა ხეების გაჩეხვის საფუძველი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ის უკვე წითელ ხაზებში ზის და მათ შეუძლიათ ლეგალურად გააგრძელონ მუშაობა, ჩვენ მაინც ვთავაზობთ მათ მოცულობის გადახედვას, რათა მომავალში, უფრო, ასე ვთქვათ, ნაკლები პრეტენზიების მქონე იყოს ეს ობიექტი. ერთი დარღვევა ამ მშენებლობაზე რაც იყო და რაც წითელ ხაზებს გარეთ ხდებოდა, მცირედი დარღვევა იყო, ამასთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინა ჩვენი ზედამხედველობის სამსახურმა და ობიექტი დააჯარიმეს“, – აცხადებს თბილისის მერი.