“გიგი უგულავა არაფორმალურად კვლავ ხელმძღვანელობს მერიას“

 არსებობს ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა არაფორმალურად კვლავ ხელმძღვანელობს მერიას და ქალბატონ სევდია უგრეხელიძეს – ამის შესახებ „ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გნაცხადა.
“მოვითხოვეთ, მერია გამოვიდეს პოლიტიკური გავლენისგან და მიხედოს ქალაქს. ასევე გვაქვს ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს მერიის სოციალური პროექტების განუხორციელებლობით ხალხში უკმაყოფილება დანერგოს, რამაც, შესაძლოა, ადამიანების ქუჩაში გამოსვლა გამოიწვიოს. მივმართავთ „ნაციონალურ მოძრაობას”, არ მივცემთ ამის საშუალებას! ზურაბ ადეიშვილი გამოდის და ურცხვად აცხადებს, რომ გიგი უგულავა თურმე არ იყო ჩარეული 50 000 000-ის გახარჯვაში. მერს, რომელმაც არ იცის, სად მიდის ქალაქის განვითარების ფონდიდან 50 მილიონი, არანაირი მორალური უფლება არა აქვს, ეკავოს ეს პოსტი და უნდა აგოს ამაზე პასუხი”, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები