ნიუ–იორკის მერს კოლეგის დაკრძალვისას პოლიციელებმა ზურგი შეაქციეს

ნიუ–იორკის პოლიციის თანამშრომლებმა მოკლული კოლეგის დაკრძალვაზე, ქალაქის მერის ბილ დე ბლაზიოს გამოსვლისას პროტესტის ნიშნად მას ზურგი შეაქციეს. ამ ინფორმაციას „Associated Press“–ი ავრცელებს. შეგახსენებთ ორი პოლიციელი 40 წლის რაფაელ რამოსი და 32 წლის ვენ იან ლიუ დეკემბერში აფროამერიკელმა მოქალაქემ მოკლა, რომელიც ამ გზით პოლიციელების მიერ მოკლული აფროამერიკელების გამო შურისძიებას ცდილობდა. პოლიციელების მკვლელმა შემდეგ თავი მოიკლა. ლიუს დაკრძალვის ცერემონიაზე ათასობით პოლიციელი მივიდა. მათგან საკმაოდ ბევრმა დე ბლაზიოს პოლიციელების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერა ვერ აპატია და დაკრძალვაზე მერს დემონსტრაციულად ზურგი შეაქცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები