“მამა ილიას გადმოსვენებასთან დაკავშირებული იურიდიული პროცედურები თითქმის დასრულებულია”

იტალიაში საქართველოს ელჩის, კახა სიხარულიძის განცხადებით, მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით ყველა იურიდიული პროცედურა თითქმის დასრულებულია.
“ცხედარი ახლა ქალაქ ბარიშია და იქედანვე მოხდება გადმოსვენება. მოგეხსენებათ, ასეთ დროს უამრავი იურიდიული პროცედურაა გასავლელი. ეს ყველაფერი ძირითადში უკვე დამთავრებულია. საპატრიარქოც, სახელმწიფოც გვერდით გვიდგას და ყველაფერი დროულად გაკეთდება”, – განაცხადა კახა სიხარულიძემ.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკს“, რომელიც იტალიაში მიემგზავრებოდა, ცეცხლი 28 დეკემბერს გაუჩნდა. მაშველებმა გემიდან მგზავრების ევაკუაცია მოახდინეს. გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. სულ გემზე 400-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, მათგან რვა საქართველოს მოქალაქე იყო. შვიდის გადარჩენა მოხერხდა. მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის ილია კარტოზიას ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველმა სასულიერო პირმა სამაშველო ნავში ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო, მოგვიანებით კი, როდესაც მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თოკი გაწყდა და მოძღვარი ზღვაში ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები