“ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა 15 ადამიანი მოკლეს და 40 მოზარდი გაიტაცეს



   ნიგერიაში ბორნოს პროვინციიდან 40-მდე მოზარდი გაიტაცეს, კამერუნის ჩრდილოეთით კი თავს დაესხნენ სამგზავრო ავტობუსს და 15 მგზავრი მოკლეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, გამტაცებლები და თავდამსხმელები რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლები არიან.
არსებული ინფორმაციით, 10 ადამიანი მძიმედაა დაშავებული. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები