გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის
კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის. ხატი კობიაშვილების ოჯახშია დაბრძანებული და ადილობრივები მოსალოცად მიდიან.
მეგობრის ნაჩუქარ ხატზე გოგიტა კობიაშვილმა მცირე რაოდენობის სისხლი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შენიშნა. მისი თქმით, ნაიარევი დღითიდღე იზრდება.
მომხდარით სასულიერო პირები დაინტერესდნენ და კობიაშვილების ოჯახში ხატის სანახავად ჩავიდნენ.
მამა ბარნაბი მოვლენას სასწაულებრივს უწოდებს და ამბობს, რომ უფალმა ოჯახი მისი სულიერი ცხოვრებით გამოარჩია.
„ეს სასწაულია დიდი, მანიშნებელია იმის, რომ ოჯახისთვის ეს არის დიდი მადლი. თუ ოჯახი ცხოვრობს სულიერად ძლიერად, ეს იმ ოჯახში ხდება. ე.ი. არსებობს ძალა, რომ ირწმუნონ და დააფასონ ეს მადლი“, – განმარტავს ჩუმლაყისა და კოლაგის ტაძრების წინამძღვარი დეკანოზი ბარნაბი.
მისივე თქმით, საქართველოში ასეთი შემთხვევა სულ რამდენიმეა.