ე.წ. უდოს კომისია უქმდება

 

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი ე.წ. უდოს კომისია უქმდება. ცვლილებები “პატიმრობის კოდექსშია” დაგეგმილი. კანონპროექტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მომზადდა. ცვლილებები მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.
პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ადგილობრივი საბჭოები მიიღებს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია საბჭოს საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებდა და პატამართა ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან თუ სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს თავადაც იღებდა. ე.წ. უდოს კომისია შვიდი წევრისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები