უკრაინული ტელეკომპანია „ინტერის“ ოფისს თავს დაესხნენ

უკრაინული ტელეკომპანია „ინტერის“ ოფისს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 20–მდე ნიღბიანმა პირმა შენობას ქვები დაუშინა, რის შედეგადაც ოფისის პირველ სართულზე შესასვლელი კარის მინები ჩაიმსხვრა.
დაშავებულები არ არიან. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა დაკავებულები მილიციის განყოფილებიდან ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს.
თავდასხმის სავარაუდო მოტივი ტელეკომპანია „ინტერის“ საახალწლო პროგრამა გახდა, რომელშიც ცნობილი რუსი შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო უკრაინაში პერსონა ნონგრატად გამოცდახებული იოსებ კობზონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები