პატიმართა მიმართ რეზინის ხელკეტს აღარ გამოიყენებენ

ცვლილებები “პატიმრობის კოდექსშია“ დაგეგმილი და ბრალდებულის თუ მსჯავრდებულის მიმართ გამოსაყენებელ სპეციალურ საშუალებათა ჩამონათვალში ტერმინი “რეზინის ხელკეტი” “ხელკეტით” იცვლება.
პენიტენციურ სისტემაში, საჭიროების შემთხვევაში, იმ ტიპის ხელკეტის გამოყენებას გეგმავენ, რომლითაც პოლიციაა აღჭურვილი.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, რეზინის ხელკეტის გამოყენებამ, რომელსაც ჯერ კიდევ მოქმედი კოდექსი იცნობს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების ტრენინგების დროს აჩვენა, რომ დახურულ სივრცეში მისი გამოყენება მიზანშეუწონელია, მისი ფორმებისა და დარტყმის ძალის გამო.

ამ დროსთვის ხელკეტის გამოყენება დასაშვებია ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა დაზიანების თავიდან აცილების, პატიმრის გაყვანისას დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები