AirAsia-ს კატასტროფის ადგილას კიდევ 4 ცხედარი აღმოაჩნეს
კომპანია AirAsia-ს კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას მაშველებმა კიდევ 4 ცხედარს მიაკვლიეს. სამაშველო ჯგუფმა ზღვაში ლაინერის კიდევ ერთი, რიგით მეხუთე დიდი ფრაგმენტიც აღმოაჩინა. ამ დროსითვის სამაშვილო ოპერაციას უამინდობა აფერხებს.
ავიალაინერი ინდონეზიიდან სინგაპურში მიფრინავდა და რადარებიდან 2014 წლის 28 დეკემბერს გაუჩინარდა. ლაინერის ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთაგან 34-ის ცხედარი ნაპოვნია.