ილია მეორე: საქართველოს დაუბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს სიყვარულისა და თანამდგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მან ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.
“ჩვენი მცირე ლოცვით უფალი გადააფარებს თავის კალთას საქართველოს და საქართველო იქნება უვნებელი. საქართველო იქნება მთლიანი და დაუბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო ღვთის ძალით. მე კიდევ ერთხელ ვმადლობ უფალს და გმადლობთ თქვენ, თქვენი დიდი სიყვარულისთვის”,- ბრძანა პატრიარქმა
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 82 წლის გახდა.