შოტლანდიის სანაპიროსთან სატვირთო ხომალდი ამობრუნდა
შოტლანდიის სანაპიროსთან წუხელ, გვიან ღამით სატვირთო ხომალდი ამობრუნდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა და ამ დროისთვის ყველა მათგანი დაკარგულად მიიჩნევა. ადგილზე ამ წუთებშიც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
გავრცელებული ცნობით, გემზე 7 პოლონელი და ერთი ფილიპინელი მეზღვაური იმყოფებოდა. იგი კვიპროსში იყო რეგისტრირებული და მას ცემენტი გადაჰქონდა.
როგორც გემთმფლობელები აცხადებენ, კატასტროფის შესახებ სიგნალი არ მიუღიათ და რეგიონში არც უამინდობა დაფიქსირებულა.