საქართველოში შობას მოთოვს – გრძელვადიანი პროგნოზი

7 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიოტორიაზე ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ნალექი წვიმისა და თოვლის სახით, – ამის შესახებ „კვირას“ ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
გარდა ამისა, მისივე განცხადებით, იქროლებს ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა დაეცმა და მოსალოდნელია ყინვები.
“7 იანვრიდან ამინდი გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და ასევე აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს, ხოლო დღის მეორე ნახევარში ქვეყნის ტერიოტორიის უმეტეს ნაწილზე, თითქმის ყველგან, მოსალოდნელია თოვლი. ასევე მოთოვს დედაქალაქშიც.
ამასთან, იქროლებს ძლიერი ქარი, ხოლო 8 იანვრიდან ყინვა და დაბალი ტემპერატურა იქნება. მაღალ მთებში ქარბუქია მოსალოდნელი“, – განაცხადა ნიორაძემ.
მისივე თქმით, ჰაერის დაბალი ტემპერატურა დაახლოებით 11 იანვრამდე გასტანს. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი ტემპერატურა 3-8, ხოლო აღმოსავლეთში 2-7 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები