დავით სუჯაშვილი ილია მეორეს იუბილეს ულოცავს

კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს იუბილეს ულოცავს.
სუჯაშვილი პატრიარქს ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.
“მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ვულოცავ დაბადების დღეს. მოღვაწეობის ურთულეს გზაზე იგი უანგაროდ ემსახურება ქვეყნის გაძლიერებას, გაერთიანებასა და ერის სულიერ სიმტკიცეს.
მისი ქადაგება სათნოების, შემწყნარებლობის, უფლისა და სამშობლოს სიყვარულის მოწოდებაა, რაც ასე ძალიან სჭირდება დღეს ჩვენს ერს.
უნეტარესს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“-აღნიშნულია მილოცვაში.
დღეს, 4 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 82 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები