“ნორმან ატლანტიკზე” სამძებრო ოპერაციის სრულყოფილად განხორციელება ვერ ხერხდება

 

   “ნორმან ატლანტიკზე” სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა ბორანზე დამატებითი ცხედარი ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს. ხომალდის სრულყოფილ შემოწმებას პერიოდულად ხანძარი უშლის, რომლის ბოლომდე ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
გაურკვეველი რჩება დაკარგული 19 ადამიანის ბედი. გამომძიებლების ცნობით, ბორანზე ძლიერი კვამლი და მაღალი ტემპერატურაა, რაც მუშაობის პროცესში საშიშია.
შეგახსენებთ, რომ „ნორმან ატლანტიკს“ ცეცხლი წაეკიდა მაშინ, როდესაც ბორანი ბერძნული კუნძულ კორფიდან 40 მილის მოშორებით იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადრიატიკის ზღვაში მომხდარ ტრაგედიას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 450-ზე მეტი კი მაშველებმა გადაარჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები