ნანი ბრეგვაძე ილია მეორეს დღეს სოლო კონცერტს მიუძღვნის
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტი გაიმართება. კონცერტი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეძღვნება. დღეს, 4 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 82 წლის შესრულდა. კონცერტში ასევე მონაწილეობენ ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე.
საღამოში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: გიორგი ცაგარელი (ალტი), საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.
ორგანიზატორების ცნობით, კონცეფციის და ორიგინალური ვერსიების ავტორი, მუსიკალური ხელმძღვანელია: ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი რეჟისორი: დავით დოიაშვილი, მუსიკალური პროდუსერი: მარინა ბერიძე, სცენარის ავტორი: თეო ჯორბენაძე, სცენოგრაფია: გოგიკო საყვარელიძე, მხატვარი: ვანო ჭელიძე, გენერალური პროდუსერი: დავით ოქიტაშვილი.