ყარაბაღის ზონაში სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 39-ჯერ დაარღვია

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 39-ჯერ დაარღვია. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2 იანვარს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის რაიონის სოფელ ბარეკამავანას პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს, თუმცა აზერბაიჯანული მხრიდან არავინ დაშავებულა.
ამასთან, სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენჯერმე გახსნა ცეცხლი სომხეთის პოზიციების მიმართულებით, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები