შს მინისტრის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციაში მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად. აქციის ფარგლებში, შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები დუშეთის რაიონში 14 ოჯახს ესტუმრნენ. მათ ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად სურსათი და ტკბილეულობა გადასცეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ და მრავალშვილიან ოჯახებს ზამთრის პერიოდში პროდუქტებით ამარაგებენ. სამინისტრო სულ 1000-ზე მეტ ოჯახს ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები