ჯორჯ კლუნის მეუღლეს ეგვიპტეში პატიმრობა ემუქრება

ჯორჯ კლუნის მეუღლეს ამალის ეგვიპტეში პატიმრობა ემუქრება, მიზეზი ამ ქვეყნის სასამართლო სისტემაზე ამალის მომზადებული მოხსენება გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail–ი ავრცელებს.
ამალ კლუნმა (ალამუდინი) წარმოადგინა მოხსენება, რომელშიც ეგვიპტის სასამართლო სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებზეა საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგვიპტის იუსტიციის სამინისტროში ჩინოვნიკებს მოსამართლეებზე დიდი ძალაუფლება გააჩნიათ, ხოლო ხელისუფლება პროკურორების მუშაობას აკონტროლებს.
ამალ კლუნმა და მისმა გუნდმა რეკომენდაციაც გასცეს შეწყდეს პრაქტიკა, რომლის თანახმად ეგვიპტელი ჩინოვნიკები ზოგიერთ შემთხვევაში მოსამართლეებს თავად ირჩევენ.
ამალიმ აღნიშნა, რომ მის შენიშვნებს ცვლილებები არ გამოუწვევია და ამის მაგალითად მოჰყავს უსამართლო და სასტიკი განაჩენი „ალ–ჯაზირას“ ჟურნალისტებთან დაკავშირებით.
ივნისში ეგვიპტის სასამართლომ ტელეარხ „ალ–ჯაზირას“ 3 ჟურნალისტს, „ძმები–მუსულმანების“ და ეგვიპტის ექსპრეზიდენტ მუჰამედ მურსის საქმესთან დანაშაულებრივი კავშირის ბრალდებით შვიდი წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები