ავიაკომპანია „ეარ აზიას“ ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება

ავიაკომპანია „ეარ აზიას“ ფრენის ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. ლიცენზიის ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილებას, კატასტროფის მიზეზების გამოძიების და ავიაკომპანიის რეისების შემოწმების შემდეგ გამოიტანენ. აღნიშნული განცხადება ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო ნავიგაციის დეპარტამენტის დირექტორმა ჯოკო მურატმოჯომ გააკეთა.
ავიაკომპანია „ეარ აზიასთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი Airbus 320-200 –ის კატასტროფის შემდეგ დადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები