ჰაკერებმა საფრანგეთში 2 მილიონამდე ადამიანის საბანკო რეკვიზიტები გატეხეს



  ჰაკერებმა ფრანგული ტელეარხის TF-1–ის 2 მილიონამდე ადამიანის საბანკო რეკვიზიტები გაუტეხეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Parisien–ი ავრცელებს. არსებული ცნობით, ჰაკერებმა ტელეკომპანიის პარტნიორი კომპანია Viapresse–ის ბაზა გატეხეს, რომელიც მომხმარებლებში ტელეკომპანიის პროდუქტებზე ხელმოწერების გავრცელებით არის დაკავებული.
ტელეარხის წარმომადგენლები TF-1–ის ბაზაზე რაიმე ზიანის მიყენებს ფაქტს უარყოფენ, თუმცა მომხმარებლებს პირად მონაცემებზე პაროლების გამოცვლას ურჩევენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმა სავარაუდოდ დაჯგუფება „Lizard Squad“–მა განახორციელა, რომელმაც ადრე ინტერნეტ–მაღაზიების Sony-ის და Xbox–ის წვდომა გააუქმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები