„ვერც საახალწლო კალათები და ვერც ფარისევლური მორწმუნეობა გიშველით“

თუ მადლი გინდა გააკეთო, ჩუმად გააკეთე, შე კაი დედმამისშვილო, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ბრეგაძე იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც წინასაახალწლოდ უმწეოებს ეხმარება და ამ დროს ტელეკამერების წინ პოზირებს.
„ვერასოდეს ვერ ვიტანდი და ახლაც საოცრად მაღიზიანებს, როდესაც ღაბაბაფუებული და მუცელგაბერილი ბიძები ასობით ტელეკამერის წინ ძვირფასი დიზაინის კალათით ხელში ახალ წელს უმწეოებს რომ ესტუმრებიან, სამადლოდ 1-2 დღის სარჩოს რომ გადაუგდებენ, ტელეკამერების წინ პოზიორობენ და ფიქრებით ძვირად ღირებულ რესტორანში არიან, სადაც თავისნაირი ბიძები და გაფუებული ცოლები ელოდებათ. 1 დღე მოწყალენი არიან, ხოლო დანარჩენი 364 დღე იგივე ხალხს ატყუებენ და ძარცვავენ, მევახშეობენ და მევახშის ნაცვლად ბანკირი ან ბიზნესმენი დაურქმევიათ თავისი თავისთვის. თუ მადლი გინდა გააკეთო, ჩუმად გააკეთე, შე კაი დედმამიშვილო, ხოლო თუ მართლა მადლი გინდა, ფულს ნუ აპროცენტებ და მერე ბინებს ნუ ართმევ ხალხს. მნიშვნელობა არა აქვს, წინა საუკუნეში მევახშე გერქვა, თუ ამ საუკუნეში ბანკირი, გაჭირვებულთათვის სახლ-კარის წამრთმევი ყველა საუკუნეში ყველაზე ცოდვიანი კაცია და ვერანაირი ვერც საახალწლო კალათები და ვერც ფარისევლური მორწმუნეობა ვერ გიშველით“, – წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები