ექიმის ინფორმაციით, დიღმის მასივში გარდაცვლილ ძმებს ნასროლი ჭრილობები არ აღენიშნებათ

დიღმის მასივში გარდაცვლილ ძმებს ნასროლი ჭრილობები არ აღენიშნებათ, – ამის შესახებ სასწრაფო დახმარების ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ძმები უკვე გარდაცვლილები დახვდნენ.
მეზობლების ინფორმაციით, დიღმის მასივში ძმები ალექსანდრე და დიმიტრი ატარშიკოვები წუხელ ღამით ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს. მათივე თქმით, გასროლის ხმა არ გაუგიათ. გარდაცვლილების მეზობლები მომხდარს ატარშიკოვების საქმიანობას უკავშირებენ. ძმებს კომპანია ჰქონდათ, რომელიც თბილისში ლიფტების დამონტაჟებას და შეკეთებას უზრუნველყოფდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, წუხელ ღამით, ატარშიკოვების კომპანიაც გატეხეს.
გარდაცვლილები 33 წლის და 38 ძმები – ალექსანდრე და დიმიტრი ატარშიკოვები არიან. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები