სამხრეთ კორეა მზადაა, კორეის სახალხო რესპუბლიკას შეურიგდეს




  სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ მზადაა, კორეის სახალხო რესპუბლიკას შეურიგდეს და დიალოგი „ფორმატის შეზღუდვების გარეშე“ წარმართოს. ამის შესახებ სააგენტო „რენჰაპი“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს განცხადება სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა ჩონ ჰონ ვონმა საახალწლო მილოცვისას გააკეთა.
„ამ წელს კორეის ნახევარკუნძულზე სამუდამო მშვიდობა უნდა დავამყაროთ და გაერთიანებისკენ ნაბიჯი გადავდგათ“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობილია, რომ ჩრდილო კორეელმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა დიალოგის მზადყოფნის სურვილი ასევე გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები