შსს-ს მაშველებმა ზვავში მოყოლილი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
შსს-ს მაშველებმა ზვავში მოყოლილი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფო0რმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა ზოტის მთაზე ზვავში დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები დაასრულეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112″-ში 2 იანვარს შევიდა შეტყობინება, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიკარგა მოქალაქე.
არსებული ინფორმაციით, ოთხკაციანი ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერცევიდან სოფელ კიკიბოს მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ზოტის მთაზე შედრეკილის დასახლებასთან ზვავში მოჰყვა. სამმა მოახერხა ზვავიდან გამოსვლა, ხოლო ჯგუფის მეოთხე წევრი დაიკარგა. ზვავში მოყოლილი მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ.
“შეთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა სამცხე-ჯავახეთის სამაშველო ჯგუფი. ადგილზე ასევე მობილიზებული არიან აჭარისა და გურიის სამაშველო ჯგუფები, ხოლო თბილისიდან გაიგზავნა სამაშველო ჯგუფი თოვლში საძიებო სპეციალური აღჭურვილობით.
3 იანვარს საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა სამი მოქალაქე ზვავიდან გამოიყვანეს, ხოლო მეოთხე მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს”, – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.