შშმ ბავშვებისთვის თბილისის ცირკში საახალწლო საცირკო წარმოდგენა გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის დღეს თბილისის ცირკში საახალწლო საცირკო წარმოდგენა გაიმართა.
საცირკო თეატრალიზებულ წარმოდგენაში, საჰაერო და სამანეჟო ნომრებთან ერთად, ბავშვებმა ეგზოტიკური ცხოველების მონაწილეობით ნომრებიც იხილეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წარმოდგენაში მოსკოვის ნიკულინის სახელობის ცირკის გარდა, ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებდან მსოფლიო ცირკის ცნობილმა ვარსკვლავებმა მიიღეს მონაწილეობა.
საცირკო წარმოდგენას ბავშვებთან ერთად თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრნენ.
4 იანვარს კი, საცირკო წარმოდგენა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის გაიმართება.
ბავშვებისთვის ცირკის ბილეთები მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა შეიძინა, სულ, 3-4 იანვარს წარმოდგენებს 3 400-მდე შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვი დაესწრება.