სოფელ მარანთან ავარიის შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა

 

სოფელ მარანთან ავარიის შედეგად დაშავებულები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში და ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მოინახულა.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის ერთ-ერთი დაზარალებული ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია, მის გადასარჩენად კი ყველაფერი კეთდება.
აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მიკროავტობუსი ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, მატარებელი ვერ შეამჩნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები