მამა ილია კარტოზიას სამშობლოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გადმოასვენებენ

 

   იტალიურ ბორანზე დაღუპულ მამა ილია კარტოზიას სამშობლოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გადმოასვენებენ.
როგორც საქართველოს კონსული იტალიაში ვახტანგ ანდღულაძე აცხადებს, ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს და ცხედრის გადმოსვენებაზე საბოლოო გადაწყვეტილება იტალიის პროკურატურამ უნდა მიიღოს.
„ხელისშემშლელი არაფერი არ არის. ეს არის გამოძიების ჩვეულებრივი პროცედურა. როდესაც პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის, ცხედრის გადმოსვენების უფლებას დაუშვებს“, – განაცხადა კონსულმა.
მისივე თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
ადრიატიკის ზღვაში, რამდენიმე დღის წინ, ბორან Norman Atlantic-ზე გაჩენილ ხანძარს დაახლოებით 15-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გემზე საქართველოს კიდევ 7 მოქალაქე იყო, თუმცა მათი გადარჩენა მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები