მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2 სამხედრო დაიღუპა

 

  ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის 2 სამხედრო დაიღუპა, 2 კი დაიჭრა. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევა აზერბაიჯანული მხრიდან დივერსიული ქმედებების პასუხისას მოხდა. სამინისტროს მონაცემებით, აზერბაიჯანის მხრიდან 2 იანვარს ღამით დივერსიულ-საგამოძიებო ქმედებების ორი მცდელობა იყო.
„მთიანი ყარაბაღის არმიის ქვედანაყოფებმა რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს, აზერბაიჯანის დივერსიულ ჯგუფს ჰქონდა დანაკარგი და ის საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდა“, – ნათქვამია ყარაბახის თავდაცვის არმიის პრესსამსახურის შეტყობინებაში. ამ ინფორმაციას სააგენტო „კავკაზსკი უზელი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის მხრიდან 2 სამხედრო – კარენ გრიგორიანი და ვარდან მკრტიჩანი დაიღუპა, ვლადიმერ არუტიუნიანი კი დაიჭრა.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაკარგის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები