რომში პოლიციელებმა დღესასწაულებზე მუშაობაზე უარი განაცხადეს
ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ ჟურნალისტებმა დაადგინეს, თუ ვინ განაცხადა მუშაობაზე უარი დღესასწაულებზე. აღმოჩნდა, რომ 31 დეკემბერს რომში საშუალოდ 5 პოლიციელიდან 4 არ გამოცხადდა სამუშაო ადგილზე. პოლიციელებს საამისოდ სხვადასხვა მიზეზი ჰქონდათ. ყველაზე პოპულარული მოფიქრება მათ შორის – ჯანმრთელობის მდგომარეობა და სისხლის ჩაბარების სურვილი იყო (დონორებს, კანონის თანახმად, დასვენების დღე ეკუთვნით). ამას დიდი სკანდალი მოჰყვა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მათეო რენციმ განაცხადა, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმების შესახებ კანონის გადახედვა აუცილებელია. სამართალდამცავების საკითხს საქალაქო საბჭო და იტალიის მთავრობა განიხილავს.