ევროკავშირმა შესაძლოა, კრემლის პროპაგანდის საწინააღმდეგოდ რუსულენოვანი ტელეკომპანია გახსნას

 

 ევროკავშირმა შესაძლოა, ახალი რუსულენოვანი ტელეკომპანია გახსნას. ახალი არხის მიზანი კრემლის პროპაგანდასთან ბრძოლა იქნება, – აღნიშნავს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი. მისი თქმით, ბოლო დროს რუსეთის ტელევიზია პროფესიონალური ჟურნალისტური სამსახურის მაგალითს აღარ წარმოადგენს.
„რუსეთის ტელევიზია განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა. ამას ვეღარ ვუწოდებთ ნორმალურ ახალ ამბებს, ან ნორმალურ ჟურნალისტიკას, რადგან ის, რაც ხდება, უფრო საინფორმაციო ომს და პროპაგანდას ჰგავს“, – განაცხადა რინკევიჩსმა.
მინისტრის თქმით ტელევიზიის გახსნის საკითხი განხილვის სტადიაზეა. ახალი არხი ხარისხით ევროპული არხების დონის უნდა იყოს. წარმოდგენილი იქნება გასართობი გადაცემები და ზუსტი, ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბები.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ იდეას მხარი ევროკავშირის 15-მდე ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები