კობი – გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა გახსნილია

 

  კობი – გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა გახსნილია. გადადგილება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების საშუალებით შეუძლია.
ზამთრის რეჟიმი ჯერჯერობით არ ამოქმედებულა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობა შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
„ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად შეიძლება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს 24 -საათიან მორიგეობას ყველა ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე ზამთრის რეჟიმი არის დაწესებული გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც მოძრაობა დასაშვებია ჯაჭვებით, დანარჩენი მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია“, – განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები