საბიუჯეტო ორგანიზაციები სახაზინო მომსახურებაზე გადავლენ

მიმდინარე წლიდან, ყველა დონის საბიუჯეტო ორგანიზაცია სახაზინო მომსახურებაზე გადავა.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, 1 იანვრიდან, ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რეფორმა განხორციელდება, რაც ყველა დონის ბიუჯეტის, ასევე საჯარო სამართლის იურიდული პირების (სსიპ), გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახაზინო მომსახურებაზე გადასვლას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, სახაზინო მომსახურებაზე გადასვლა საბიუჯეტო ორგანიზაციების არა კონტროლს, არამედ ფინანსების მართვის თვალსაზრისით აღრიცხვას ემსახურება.
„მათ ანგარიშები ექნებათ ხაზინაში და ხაზინა გაუწევს მომსახურებას. აქამდე ზოგიერთს ჰქონდა კომერციულ ბანკებში, ზოგს ხაზინაში. ახლა მოხდება კონსოლიდაცია, რაც ჩვენს საშუალებას მოგვცემს, რომ სტატისტიკურად, ინფორმაციულად გვქონდეს ონლაინ-წვდომა რა მდგომარეობაა საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით.
სრულად დაინერგება საჯარო ფინანსების მართვის ევროპული სისტემა. ეს იქნება არა კონტროლი, არამედ აღრიცხვიანობა. თავისთავად ცხადია, რომ თითოეული თვითმმართველობის ბიუჯეტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩეული ორგანო, საკრებულო აკონტროლებს“ – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები