მესტიის და მარტვილის ტერიტორიაზე 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

მესტიის და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 4 უკანონო, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობითი დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ სახერხის ტერიტორიაზე განთავსებული უკანონო მორები.
მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები