მამა გაბრიელის საფლავთან ერთად მისი მოძღვრის და ღირსი მამა იოანეს საფლავებიც გაიხსნება

  ხვალ, მამა გაბრიელის მოძღვრის, ღირსი მამა გიორგი-იოანეს (მხეიძე) და ღირსი მამა იოანეს (მაისურაძე) საფლავებს გახსნიან. წმინდა ნაწილებს ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაასვენებენ.
დეკანოზ დავით შარაშენიძის ინფორმაციით, იმავე დღეს 17:00 საათზე დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 24:00 საათზე საზეიმო წირვა ღამისთევით. წირვა-ლოცვა და პარაკლისები შემდეგ დღეებშიც აღესრულება.
22 თებერვალს 12:00 საათზე გაიხსნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები.
„წმინდა ნეშტი ჯერ დასვენდება სამთავროს ფერისცვალების ტაძარში, ხოლო 18:00 საათზე გადასვენდება სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა დაიწყება შაბათს 19:00 საათზე, ხოლო კვირას,- საზეიმო წირვა 10:00 საათზე. წირვა-ლოცვას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ორშაბათს, 24 თებერვალს, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადმოსვენებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში, ერთი კვირის მანძილზე  აქ იქნება დაბრძანებული და მრევლს ექნება საშუალება, პატივი მიაგოს მას. შემდეგ კი იგი დაიკრძალება სამთავროს ფერისცვალების ტაძარში“, – განაცხადა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები