Forbes-ის რეიტინგი: მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი 2026 წელს

Forbes USA-მ მილიარდერების მე-40 გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა.

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი მილიარდერების სიაში კვლავ ლიდერობს. Google-ის დამფუძნებლები, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი მეორე და მესამე ადგილებზე არიან. ჯეფ ბეზოსი მეოთხე ადგილზე გადავიდა (ის გასულ წელს მესამე ადგილზე იყო), ხოლო მარკ ცუკერბერგი, რომელიც გასულ წელს სამეულში დაბრუნდა (2025 წელს მეორე ადგილზე იყო), წელს მეხუთე ადგილზეა.

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების, აყვავებული ბაზრებისა და ხელსაყრელი ფისკალური პოლიტიკის წყალობით, წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში რეკორდული რაოდენობის, 3,428 მეწარმე, ინვესტორი და მემკვიდრე მოხვდა, რაც 2025 წელთან შედარებით 400-ით მეტია.

ისინი უფრო მდიდრები არიან, ვიდრე როდისმე, მათი წმინდა ქონება რეკორდულად შეფასებულია, როგორც 20.1 ტრილიონი დოლარი, რაც გასულ წელთან შედარებით 4 ტრილიონი დოლარით მეტია.

შეერთებულ შტატებს ყველაზე მეტი მილიარდერი ჰყავს. ჩინეთი, ჰონგ-კონგის ჩათვლით, მეორე ადგილზეა, ხოლო ინდოეთი მესამეზე ადგილზეა.

Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის სია ასე გამოიყურება:

1. ილონ მასკი – 839 მილიარდი დოლარი (Tesla, SpaceX)
2. ლარი პეიჯი – 257 მილიარდი დოლარი ( Google)
3. სერგეი ბრინი – 237 მილიარდი დოლარი( Google)
4. ჯეფ ბეზოსი – 224 მილიარდი დოლარი (Amazon)
5. მარკ ცუკერბერგი – 222 მილიარდი (Meta)
6. ლარი ელისონი – 190 მილიარდი დოლარი (Oracle)
7. ბერნარ არნო და მისი ოჯახი – 171 მილიარდი დოლარი (LVMH)
8. იენსენ ჰუანგი – 154 მილიარდი დოლარი (NVIDIA)
9. უორენ ბაფეტი – 149 მილიარდი დოლარი (Berkshire Hathaway)
10. ამანსიო ორტეგა – $143,3 მილიარდი (ZARA)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები