პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2003 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ბრალდებულსა და 1971 წელს დაბადებულ გ.გ.-ს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
“აღნიშნული დაპირისპირების დროს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო გ.გ.-მ., რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.