გამოფენა სახელწოდებით – „ხელოვნება მართავს“
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და „არტარეა“ აწყობს თანამედროვე ქართული კონცეპტუალური არტის გამოფენას სახელწოდებით: „ხელოვნება მართავს.“ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ვესტიბულში 50-მდე ქართველი ხელოვანის ნამუშევარი: ფოტო, ფერწერა, გრაფიკა, აუდიო- ვიდეოარტი, პერფორმანსი და ისტალაცია განთავსდება. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამოფენის „ხელოვნება მართავს“ მოწყობის მიზანია, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ხაზგასმა იმისა, რომ მსოფლიოსთან საქართველოს კომუნიკაცია უნდა ემყარდებოდეს ნიჭსა და თავისუფალ შემოქმედებას. გამოფენა 20 -დან 23 თებერვლამდე გაგრძელდება.