რუსეთის თავდასხმა ლოზოვაიაზე – დაიღუპა რკინიგზის თანამშრომელი(ფოტო)

რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი ლოზოვაია, მასიური საჰაერო იერიშის ქვეშ მოაქციეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაიღუპა რკინიგზის თანამშრომელი და დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

უკრაინის რკინიგზის წარმომადგენელთა თქმით, სამიზნე ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი იყო, რის გამოც სარკინიგზო მოძრაობა დროებით შეფერხდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება.

„ლოზოვაიაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები – მათ შორის ორი ბავშვია. მაშველები, ექიმები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები კვლავ მუშაობენ”,- განაცხადა ქალაქის მერმა, სერგეი ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის განცხადებით, რუსეთის ძალები აგრძელებენ დარტყმებს ხარკოვის მიმართულებით, რაც რეგიონში ჰუმანიტარულ და ლოგისტიკურ კრიზისს ამწვავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები