რუსეთის მასშტაბური თავდასხმა უკრაინაზე – დაღუპულია, სულ მცირე, 16 ადამიანი(ფოტო,ვიდეო)

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა, რასაც მინიმუმ 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ათობით დაშავდა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, სამიზნე გახდა დედაქალაქი კიევი, ხარკოვი, დნეპრო და სხვა რეგიონები.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა გამოიყენა როგორც ფრთოსანი, ასევე ბალისტიკური რაკეტები და “შაჰედის” ტიპის დრონები. საჰაერო თავდასხმები ძირითადად განხორციელდა ღამით და გამთენიას, რამაც, მედიის ცნობით, სამაშველო და სამედიცინო სამუშაოები გაართულა.

ყველაზე მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა ხარკოვში, სადაც საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა მოხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ამ დრომდე ნანგრევებში რჩებიან ადამიანები, სამაშველო ოპერაცია კი ინტენსიურად მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმას “ტერორიზმის აქტად” მოიხსენია და დასავლეთს მოუწოდა, დააჩქარონ თავდაცვის სისტემების მიწოდება, განსაკუთრებით — დამატებითი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები