ზაალ გელაშვილი: ადიგენში, სტიქიის ზონაში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და უახლოეს საათებში მოხდება დაგროვილი ქვა-ღორღის გატანა

,,ადიგენში, სტიქიის ზონაში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და უახლოეს საათებში მოხდება დაგროვილი ქვა-ღორღის გატანა”,- ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა განაცხადა, რომელიც სტიქიის ადგილზე იმყოფება.

მისივე თქმით, სამუშაოებში კერძო სექტორიც ჩართულია.

„ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩართულია როგორც ადიგენის მერია, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტები, კერძოდ, ბორჯომის რაიონიდან მოდის ოთხი ერთეული თვითმცლელი სატვირთო ავტომანქანა, ასევე ჩართულია კერძო სექტორი, საგზაო დეპარტამენტი, ველოდებით მძიმე ტექნიკას და უახლოეს საათებში მოხდება დაგროვილი ქვა-ღორღის გატანა“, – განაცხადა ზაალ გელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები